ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი გ. კ. ჩესტერტონი (1874-1936) უამრავი ლექსის, მოთხრობის, რომანისა და ესეს ავტორია, თუმცა, პირველ რიგში, მაინც მამა ბრაუნის შესახებ შექმნილი მოთხრობებითაა ცნობილი. ამ მოთხრობებში ყოველთვის არის დამნაშავე, რომლის მხილებასაც ჩია, მორიდებული კათოლიკე მღვდელი ცდილობს. ბრიტანეთში მამა ბრაუნი პოპულარობით ლეგენდარულ ბეიკერსტრიტელ დეტექტივსაც კი უწევს მეტოქეობას. ჩესტერტონი - მისი კლასიკად ქცეული სენტენციებისა და თხრობის ბრწყინვალე სტილის წყალობით - არა მხოლოდ დეტექტიური ჟანრის მოყვარულებს იზიდავს.
სარჩევი:
კრებულიდან "მამა ბრაუნის მიამიტობა":
იაგუნდისთვლებიანი ჯვარი, უცნაური ნაბიჯები, მფრინავი ვარსკვლავები, ისრაელ გაუს ღირსება, თავად სარადინის ცოდვები, უფლის ურო, გატეხილი ხმლის ნიშანი, სიკვდილის სამი იარაღი
კრებულიდან "მამა ბრაუნის სიბრძნე":
არარსებული ბატონი ვარდა, ქურდების სამოთხე, მეწამული პარიკი
კრებულიდან "მამა ბრაუნის უნდობლობა":
მამა ბრაუნის მკვდრეთით აღდგომა, ძაღლის სამისნო
კრებულიდან "მამა ბრაუნის საიდუმლო":
ორწვერა კაცი
Gilbert Keith Chesterton was one of the most influential English writers of the 20th century. His prolific and diverse output included journalism, philosophy, poetry, biography, Christian apologetics, fantasy and detective fiction.
Chesterton has been called the "prince of paradox". Time magazine, in a review of a biography of Chesterton, observed of his writing style: "Whenever possible Chesterton made his points with popular sayings, proverbs, allegories—first carefully turning them inside out.
... Show more